ევგენი პრიგოჟინი - დავიპყარით ბახმუტის მთელი ტერიტორია, რომლის აღების პირობაც დავდეთ, პოზიციებს გადავცემთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და 25 მაისს დავტოვებთ კონფლიქტის ზონას
რუსეთის სამხედრო ჯგუფ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტის ტერიტორია, დაპირებისამებრ, დაიკავეს და კონფლიქტის ზონას ამ კვირის ბოლოს დატოვებენ.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ევგენი პრიგოჟინმა საკუთარ ტელეგრამარხზე განაცხადა.
„ჩვენ დავიპყარით მთელი ტერიტორია, რომლის აღების პირობაც დავდეთ, ბოლო სანტიმეტრამდე. ჩვენ პოზიციებს გადავცემთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და 25 მაისს ვტოვებთ კონფლიქტის ზონას“, – აღნიშნა ევგენი პრიგოჟინმა.