„ევექსის“ პოლიკლინიკაში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო
„ევექსის“ პოლიკლინიკაში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო

„ევექსის“ პოლიკლინიკის საბურთალოს ფილიალში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კლინიკის ნულ სართულზე მოხდა კომპრესორის გაცხელება, რამაც შენობის დაკვამლიანება გამოიწვია და ჩაირთო სიგნალიზაცია.

მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეები გაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე. შენობაში არის კვამლი და არ შეინიშნება ღია ცეცხლი. ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის მთელი ტერიტორიის დათვალიერება“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.