ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მრევლმა ამაღლების დღესასწაული ღია ცის ქვეშ აღნიშნა
ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მრევლმა ამაღლების დღესასწაული ღია ცის ქვეშ აღნიშნა.
ღვთისმსახურება ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა და ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ აღავლინეს. მათ ამ ტრადიციით ქრისტეს ამაღლება აღნიშნეს.
„ჩვენი ეკლესიის ტრადიციაა, რომ დღეს გავდივართ ბუნებაში და ალბათ ყველაზე კარგად შეიძლება მთაში განიცადო საღვთო წერილი, სადაც ლაპარაკია მიწასთან იესოს ბოლო გამომშვიდობებაზე. გილოცავთ ყველას”, – აღნიშნა რუსიდან გოცირიძემ.