საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის საახალწლო მილოცვა [ვიდეო]

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე​ ​საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

„ესაია წინასწარმეტყველი ასე წინასწარმეტყველებს შობის ამბის შესახებ – ბნელში მოარულ ხალხს ნათელი გამოუბრწყინდა. მაშინ როდესაც ძალიან რთული ემოციური განწყობა არსებობს ხალხში, საზოგადოებაში, ძალიან ძნელია, რომ შობა-ახალი წლის სიხარულზე ილაპარაკო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესაიას ეს სიტყვები დღეს უფრო განსაკუთრებულ ძალას იძენს. ბნელში მოარული ხალხისათვის ნათელი იგივეა, რაც უიმედოთათვის იმედი, მგლოვიარეთათვის ნუგეში, უპოვართათვის სახლ-კარი. უმეგობროთათვის მეგობრობა“ – ამბობს საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი საახალწლო მილოცვაში.