რუსუდან გოცირიძე - სახელმწიფო გვაქვს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ თვალებდათხრილი, ნაცემი და გაზნაყლაპი ხალხი გვყოლია, რომელიც რამდენჯერმე მიტრიალდა პარლამენტთან
რუსუდან გოცირიძე - სახელმწიფო გვაქვს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ თვალებდათხრილი, ნაცემი და გაზნაყლაპი ხალხი გვყოლია, რომელიც რამდენჯერმე მიტრიალდა პარლამენტთან

სახელმწიფო გვაქვს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ხალხი გვყოლია, თვალებდათხრილი, ნაცემი და გაზნაყლაპი, მაგრამ ხალხი, რომელიც რამდენჯერმე მიტრიალდა პარლამენტთან, როგორც კი ცრემლმდენი გაზის კვამლი გაიფანტა, – ამის შესახებ ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„ხალხი რამდენჯერმე მივიდა, რომ ხელისუფლებას კარგად დაენახა, როგორი რეაქცია აქვს ქართველ ხალხს, როცა რუსეთის დუმის დეპუტატებს ფიანდაზებს დაუგებ (დღის წესრიგში ეწერა ზუსტად ასე, კობახიძის ხელმოწერით) და პარლამენტის თავმჯდომარის სკამს დაუთმობ! (და თუ დაუკითხავად დაჯდა, კიდევ უარესი)“, – წერს რუსუდან გოცირიძე.