ეუთო-ს თავმჯდომარე მიროსლავ ლაიჩაკი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
ეუთო-ს თავმჯდომარე მიროსლავ ლაიჩაკი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

„ჩემი პირველი გაჩერება საქართველოში ვიზიტისას – ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, რათა პირადად მენახა არსებული ვითარება“, – წერს მიროსლავ ლაიჩაკი „ტვიტერზე“.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მიროსლავ ლაიჩაკი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან.