ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ავსტრიის დედაქალაქში, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ხვალ მეგობართა ჯგუფი საქართველოს შესახებ განცხადებას მიიღებს.

ჯგუფის წევრები არიან: აშშ, ესტონეთი, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, კანადა, რუმინეთი და პოლონეთი.

ეუთო-ს მინისტერიალი ყოველწლიურად იმართება და თავს უყრის ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.