შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვადასტურებ შვედეთის მხარდაჭერას მოლდოვისა და საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების, ევროპული ინტეგრაციის გზის მიმართ

15:35, 30.11.2023

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის განცხადებით, შვედეთი მხარს უჭერს მოლდოვისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას.

აღნიშნული განცხადება მან გააკეთა ეუთო-ს მინისტერიალზე, რომელიც სკოპიეში იმართება.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი აგრძელებს მავნე ზეგავლენის გაფართოებას ეუთო-ს წევრ ქვეყნებში. ამ კონტექსტში მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვადასტურებ შვედეთის მხარდაჭერას მოლდოვისა და საქართველოს მიმართ, მათი მედეგობის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი, ასევე, მათი ევროპული ინტეგრაციის გზის მიმართ“, – განაცხადა ტობიას ბილსტრომმა.

მსგავსი