შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვადასტურებ შვედეთის მხარდაჭერას მოლდოვისა და საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების, ევროპული ინტეგრაციის გზის მიმართ
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვადასტურებ შვედეთის მხარდაჭერას მოლდოვისა და საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების, ევროპული ინტეგრაციის გზის მიმართ

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის განცხადებით, შვედეთი მხარს უჭერს მოლდოვისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას.

აღნიშნული განცხადება მან გააკეთა ეუთო-ს მინისტერიალზე, რომელიც სკოპიეში იმართება.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი აგრძელებს მავნე ზეგავლენის გაფართოებას ეუთო-ს წევრ ქვეყნებში. ამ კონტექსტში მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვადასტურებ შვედეთის მხარდაჭერას მოლდოვისა და საქართველოს მიმართ, მათი მედეგობის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი, ასევე, მათი ევროპული ინტეგრაციის გზის მიმართ“, – განაცხადა ტობიას ბილსტრომმა.