დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება
დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დევიდ ქემერონი იქნება, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყანას 2010-2016 წლებში, „ბრექსიტამდე“ ხელმძღვანელობდა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა შინაგან საქმეთა მინისტრ სუელა ბრეივერმანის გათავისუფლებით დაიწყო. მისი პოსტი უკვე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ გადაიბარა.

ასევე, თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა და პოსტიდან წასვლა ითხოვა ჯანდაცვის მინისტრმა.