Eurobarametr-ის კვლევის მიხედვით, ევროპელების 83% თვლის, რომ „ყალბი ახალი ამბები“ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის
ევროპელების 83% თვლის, რომ „ყალბი ახალი ამბები“ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ შესაბამისი ციფრები მოყვანილია Eurobarametr-ის კვლევაში, რომლის ფარგლებში 26 ათასზე მეტი მოქალაქე გამოჰკითხეს.
კვლევის მიხედვით, ევროპის მოქალაქეები ყველაზე ნაკლებად სოციალური ქსელებით გავრცელებულ ცნობებს ენდობიან. გამოკითხულთა 88%-ი თვლის, რომ „ყალბი ახალი ამბების“ ავტორები ყველაზე ხშირად მკითხველთა „ემოციებზე თამაშობენ“, 84% ამბობს, რომ მათი მიზანი „საზოგადოებრივი დისკუსიის გამოწვევაა“, ხოლო 65% მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციით კონკრეტული პირები „შემოსავლის მიღებას“ ცდილობენ.
გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ დეზინფორმაციის გამოქვეყნების შემდგომი მონიტორინგი (Fact-cheking) „ყალბ ახალ ამბებთან“ ბრძოლისთვის საკმარისი არ არის.
Eurobarametr-ის კვლევის მიხედვით, ევროპელების უმეტესობა ინფრომაციის ყველაზე სანდო წყაროდ ტრადიციულ მედიასაშუალებებს მიიჩნევს. რესპოდენტთა 70% ყველაზე მეტად რადიოს, 66%-ი ტელევიზიას და 63% ბეჭდურ მედიას ენდობა. რაც შეეხება ონლაინ მედიას და ინტერნეტ ვებგვერდებს, მათ სანდოდ რესპონდენტთა მხოლოდ 26-27% მიიჩნევს.