ეტლით ფარიკაობა | ნინა თიბილაშვილი პარალიმპიადის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე პარალიმპიური თამაშების ნახევარფინალში მეორე ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილიც იასპარეზებს.

ქართველმა პარასპორტსმენმა ხმლით ფარიკაობის მეოთხედფინალში ჰონგ კონგის წარმომადგენელ იუ ჩუის 15:4 მოუგო და პარალიმპიადის ფინალში მოსახვედრად იბრძოლებს.

ტურნირზე ნახევარფინალშია გასული დღეს გამომსვლელი მეორე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანიც. ქართველი ნახევარფინალში ჩინელ რონგ ქსიაოს დაუპირისპირდება.