საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები პარიზიდან ხუთი მედლით დაბრუნდა
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები პარიზიდან ხუთი მედლით დაბრუნდა

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები პარიზიდან დაბრუნდა. მოფარიკავეები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში ხუთი მედლით დაბრუნდნენ.

აეროპორტში სპორტსმენებს ახლობლები და გულშემატკივრები დახვდნენ.

საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ. რაც შეეხება რაპირით ფარიკაობას, ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„საკმაოდ კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი იყო, თუმცა პირადად მე შემეძლო, უკეთესი შედეგები დამედო. ოქროს ველოდებოდი ჩემი მხრიდან, მაგრამ არა უშავს, შემდეგი შეჯიბრი წინ გვაქვს და უკეთესად ვიასპარეზებ, თუმცა ხუთი მედალი და სამი გოგო ეს დიდი შედეგია და მეტყველებს იმაზე, რომ ასპარეზობა წარმატებით ჩატარდა. გოგონებს წარმატებას ვუსურვებ შემდეგ ასპარეზობაზე, რაც ძალიან გვჭირდება, რადგან სამივე ერთად მოვხვდეთ პარალიმპიადაზე, რომელიც მაისში პარიზში გაიმართება“, – განაცხადა ხეცურიანმა.