ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს ეტლით მოფარიკავეები გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს ეტლით მოფარიკავეები გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ #1TVSPORT

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში (რაპირით ასპარეზობაში) ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

პარიზში გამართულ ტურნირზე ჩვენმა გოგონათა ნაკრებმა – ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით, რაპირით ასპარეზობაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიის უძლიერესი გუნდი ანგარიშით, 45:32 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, პარიზში კონტინენტის პირველობაზე გამართულ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების ანგრიშზე ჯამში ხუთი მედალია (ორი ვერცხლი და სამი ბრინჯო).