ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი არჩილ ტატუნაშვილის საფლავის ყვავილებით შემკობით დაიწყო
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი.
კერსტი კალიულაიდმა ვიზიტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შემკობის ცერემონიით დაიწყო და პატივი მიაგო არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.
ესტონეთის პრეზიდენტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
კერსტი კალიულაიდი საქართველოს დღეს ეწვია. ესტონეთის პრეზიდენტი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.