ესპანეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი წევრი დააკავეს
ესპანეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი წევრი დააკავეს.
პოლიციამ ოპერაცია ბარსელონაში ჩაატარა. ადგილობრივი მედიასაშაულებების ცნობით, წარმოშობით მაროკოელი 33 წლის პირი 2014 წელს სირიაში იმყოფებოდა. სადაც ტერორისტული დაჯგუფების რიგებში გაწევრიანდა.
ესპანელი სამართალდამცველების განცხადებით ეჭვმიტანილი ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილში სხვადასხვა ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტერორისტული დაჯგუფების დამარცხების შემდეგ ეჭვმიტანილი თურქეთში გადავიდა, საიდანაც უკრაინასა და გერმანიაში იმოგზაურა. 2018 წლის ივნისში
„ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი წევრი ესპანეთში გადავიდა და ბარსელონას ერთ-ერთ გარეუბანში დასახლდა. ევროპაში მოგზაურობის დროს მას დოკუმენტები არ ჰქონდა.