ესპანეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო ზომები კიდევ 15 დღით გაგრძელდება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის. ამიტომ, საგანგებო ზომები ქვეყანაში 12 აპრილამდე გახანგრძლივდება.
ესპანეთის მასშტაბით, ახალი კორონავირუსის 28 572 შემთხვევაა დაფიქსირებული.