ესპანეთში საგანგებო ზომები კიდევ 15 დღით გაგრძელდება

17:15, 22.03.2020

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო ზომები კიდევ 15 დღით გაგრძელდება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის. ამიტომ, საგანგებო ზომები ქვეყანაში 12 აპრილამდე გახანგრძლივდება.

ესპანეთის მასშტაბით, ახალი კორონავირუსის 28 572 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი