ესპანეთის სამხრეთ ნაწილში ქიმიური ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც, რამდენიმე დასახლებას უზარმაზარი ღრუბელი ფარავს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, ქიმიურ ქარხანაში გაჩენილი ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია.
ხანძრის გამო გუადარანკეს ინდუსტრიული ზონიდან მუშახელის ევაკუაცია გახდა საჭირო. სულ მცირე ერთ ადამიანი დაშავდა. ის ხანძრის დროს, კვამლით მოიწამლა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქიმიური ქარხნის სიახლოვეს მდებარე დასახლებების მოქალაქეებს ურჩია ფანჯრები დახურონ, რათა მანვე ნივთიერებებით გაჯერებული კვამლი სახლში არ მოხვდეს.