ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1000-ს გადასცდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით 1002 ადამიანია გარდაცვლილი.
ინფიცირებულთა რაოდენობა კი 20 000-ია. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსისგან 1 588 ადამიანი განიკურნა.