ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1000-ს გადასცდა

14:55, 20.03.2020

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1000-ს გადასცდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით 1002 ადამიანია გარდაცვლილი.

ინფიცირებულთა რაოდენობა კი 20 000-ია. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსისგან 1 588 ადამიანი განიკურნა.

მსგავსი