ესპანეთის აღმოსავლეთში მატარებელი ხანძარში მოყვა, დაშავდა ათი ადამიანი
ესპანეთის აღმოსავლეთში ხანძარში მატარებელი მოყვა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
მატარებელი ვალენსიადან სარაგოსასკენ მიემართებოდა, როდესაც ბეჟისის დასახლების გავლისას ტრანსპორტი ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ალში გაეხვია.
მედიის ცნობით, პანიკით მოცულმა მგზავრების ნაწილმა, მძღოლის მოწოდების მიუხედავად, მატარებელი დატოვა. მძღოლმა მატარებლის ხანძრიდან გაყვანა, ბოლო ვაგონში გადანაცვლებით და უკუსვლით შეძლო. შემთხვევის დროს მატარებლით 48 ადამიანი მგზავრობდა.