ესპანეთში ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას „ელ პაისი“ ავრცელებს.
ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ჩასული ყველა მგზავრი ასევე ვალდებული იქნება, თავისი საკონტაქტო ინფორმაცია წარადგინოს, რათა საჭიროების შემთხვევაში, მასთან დაკავშირება შესაძლებელი იყოს.
ესპანეთში ჩამსვლელებს შეუძლიათ, ორ-კვირიანი კარანტინი შინ ან დროებით საცხოვრებელში გაიარონ. კარანტინში მყოფებს გარეთ გასვლის უფლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ექნებათ, პირბადის ტარება კი, სავალდებულოა.