ესპანეთში ჩასულ პირებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

13:19, 12.05.2020

ესპანეთში ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას „ელ პაისი“ ავრცელებს.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ჩასული ყველა მგზავრი ასევე ვალდებული იქნება, თავისი საკონტაქტო ინფორმაცია წარადგინოს, რათა საჭიროების შემთხვევაში, მასთან დაკავშირება შესაძლებელი იყოს.

ესპანეთში ჩამსვლელებს შეუძლიათ, ორ-კვირიანი კარანტინი შინ ან დროებით საცხოვრებელში გაიარონ. კარანტინში მყოფებს  გარეთ გასვლის უფლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ექნებათ, პირბადის ტარება კი, სავალდებულოა.

მსგავსი