ესპანეთში ჭაში რამდენიმე დღის წინ ჩავარდნილი ბავშვის ცხედარს მიაგნეს
ესპანეთში 12 დღის წინ ჭაში ჩავარდნილი ბავშვის ცხედარს მიაგნეს. BBC-ის ცნობით, ორი წლის ბიჭი რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეში იმყოფებოდა.
შემთხვევა ესპანეთის სამხრეთში, ქალაქ მალაგაში მოხდა. 13 იანვარს ორი წლის ხუანი მშობლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა. ის 25 სანტიმეტრიანი დიამეტრის და 100 მეტრის სიგრძის ჭაში ჩავარდა. პატარა ბიჭის გადასარჩენად ტოტალანის მუნიციპალიტეტში უპრეცენდენტო ოპერაცია დაიწყეს, მასში მონაწილეობას 300 მაშველი და სამოქალაქო გვარდიის თანამშრომლები იღებდნენ. ოპერაციის დასრულებამდე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცნობი იყო.
მედიის ცნობით, ხუანის ძმა შარშან სამი წლის ასაკში გარდაიცვალა.