მალაგას „უნიკახამ“ მილანის „ოლიმპია“ დაამარცხა, შერმადინის ანგარიშზე ოთხი ქულა და ხუთი მოხსნაა
მალაგას „უნიკახამ“ მილანის „ოლიმპია“ დაამარცხა, შერმადინის ანგარიშზე ოთხი ქულა და ხუთი მოხსნაა

საკალათბურთო „ევროლიგის“ მე-14-ე ტური „უნიკახა“-„ოლიმპიას“ დაპირისპირებით დასრულდა. მალაგაში გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საკმაოდ დაძაბული ფინიში ჰქონდა.

მატჩის განმავლობაში, ლიდერი არაერთხელ შეიცვალა და ყველაფერი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა, სადაც მასპინძლებს უფრო გაუმართლათ და შეხვედრა 74-71 მოიგეს.

მალაგელთა ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი შერმადინმა, მოედანზე 14:33 წუთი გაატარა და გუნდს ოთხი ქულა და ხუთ მოხსნა შესძინა.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო ჯეფ ბრუკსი იყო. ამერიკელმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა, მის ანგარიშზე 14 ქულა და 11 მოხსნა დაფიქსირდა.

მილანელთა შემადგელობაში ენდიუ გაუდლოკი გამოირჩა 18 ქულით.

უნიკახამ“ მიმდინარე ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-11-ე ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო შეხვედრას ჟოან პლაზას გუნდი თელ ავივში „მაკაბის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.