ჭაქვინჯში ჭის ამოწმენდისას მამაკაცი დაიღუპა
ჭაქვინჯში ჭის ამოწმენდისას მამაკაცი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში ჭის გაწმენდის სამუშაოებზე 55 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ჭის გაწმენდაზე ორი მამაკაცი მუშაობდა, მათგან ერთი ჭაში იყო ჩასული.

ვედროს, რომლითაც ქვა-ღორღი ამოჰქონდათ, სავარაუდოდ, სახელური მოტყდა და ჭაში მყოფ მუშას დაეცა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ცხედარი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს, ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.