„მალაგას“ ექს-ფეხბურთელი ერთი ტონა ნარკოტიკის შენახვისთვის დააპატიმრეს
„მალაგას“ ექს-ფეხბურთელი ერთი ტონა ნარკოტიკის შენახვისთვის დააპატიმრეს

ესპანეთის ეროვნულმა გვარდიამ დააპატიმრა „მალაგას“ ყოფილი ფორვარდი სერხიო კონტერას პარდო. ამის შესახებ გამოცემა „ელ კონფიდენსიალი“ წერს.

წყაროს ცნობით, პარდო და მისი თანამზრახველები დააკავეს ნარკოტიკების გავრცელების საწინააღმდეგო სპეცოპერაციისას. პოლიციური რეიდის დროს, ყოფილი ფორვარდის სახლში დიდი ოდენობის თანხა იპოვნეს.

ასევე, ოპერაციის მსვლელობისას, რომელშიც დაახლოებით 150 სამხედრო მონაწილეობდა, ამოიღეს ერთი ტონა ჰაშიში და ცეცხლსასროლი იარაღი. სულ სამართალდამცავებმა დაახლოებით 20 ადამიანი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, პარდო იყო დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი და პირადად აკონტროლებდა ნარკოტიკების რეალიზაციას. ამ მომენტისთვის ის მალაგას პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

პარდომ სათამაშო კარიერა 2016 წელს დაასრულა. „მალაგას“ გარდა, ის თამაშობდა „მარსელში“, „რაიო ვალეკანოსა“ და „სპორტინგში“.