თბილისში, სამრეკლოს ქუჩაზე მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი ამოიყვანეს [ვიდეო]

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, სამრეკლოს ქუჩაზე მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი ამოიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, სამრეკლოს ქუჩაზე მამაკაცი ჭაში იყო ჩავარდნილი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც მოქალაქე ჭიდან ამოიყვანეს.

მამაკაცს აღენიშნებოდა მცირე დაზიანება თავის არეში. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა“, – აცხადებენ უწყებაში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.