ჯორჯ ქლუნის „მალაგას“ შეძენა სურს
ჯორჯ ქლუნის „მალაგას“ შეძენა სურს
ამერიკელი ინვესტორების ჯგუფი, რომელსაც სათავეში უდგას ჰოლივუდის მსახიობი ჯორჯ ქლუნი, ესპანური კლუბის „მალაგას“ შეძენას განიხილავს.
დღეს გუნდი ეკუთვნის ყატარელ ბიზნესმენს, შეიხ აბდულა ალ თანის. როგორც გაზეთი AS იტყობინება, მან კლუბის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო მოითხოვა. ინვესტორები მზად არ არიან ამხელა თანხის გადასახდელად და მოლაპარაკებები გრძელდება.
თავად ალ თანიმ „მალაგასთვის“ 2010 წლის ივნისში 36 მილიონი ევრო გადაიხადა.
დღეს, „მალაგა“ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-14 ადგილზეა.