ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 164 ადამიანი დაიღუპა. ეს 18 მარტის შემდეგ დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“- ით 25 264 ადამიანია დაღუპული, ინფიცირებულია 217 466 პაციენტი.