ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 164 ადამიანი გარდაიცვალა
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 164 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 164 ადამიანი დაიღუპა. ეს 18 მარტის შემდეგ დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“- ით 25 264 ადამიანია დაღუპული, ინფიცირებულია 217 466 პაციენტი.