ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 244 ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 244 ადამიანი დაიღუპა. ეს მაჩვენებელი გაზრდილია წინა დღესთან შედარებით, როდესაც ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების 185 ფაქტი დაფიქსირდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 25 857-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებლებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი წინა დღის მონაცემებთან შედარებით ნაკლებ ადამიანს დაუდასტურდა. კერძოდ, გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 685 ახალი შემთხვევა, 5 მაისს კი ეს მაჩვენებელი 867-ს შეადგენდა.
სულ ესპანეთში კორონავირუსის 220 325 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გამოჯანმრთელდა 126 ათასი ადამიანი.