ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 244 ადამიანი დაიღუპა

14:34, 06.05.2020

ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 244 ადამიანი დაიღუპა. ეს მაჩვენებელი გაზრდილია წინა დღესთან შედარებით, როდესაც ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების 185 ფაქტი დაფიქსირდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 25 857-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებლებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი წინა დღის მონაცემებთან შედარებით ნაკლებ ადამიანს დაუდასტურდა. კერძოდ, გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 685 ახალი შემთხვევა, 5 მაისს კი ეს მაჩვენებელი 867-ს შეადგენდა.

სულ ესპანეთში ​კორონავირუსის 220 325 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გამოჯანმრთელდა 126 ათასი ადამიანი.

მსგავსი