ესპანეთმა იტალიიდან პირდაპირი ავიარეისების განხორციელებაზე აკრძალვა მოხსნა
ესპანეთმა იტალიიდან პირდაპირი რეისების განხორციელებაზე აკრძალვა მოხსნა. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები 11 მარტს მას შემდეგ შეწყდა, რაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით კარანტინი გამოცხადდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოგზაურები ვალდებულები იქნებიან, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ესპანეთში ჩასვლის შემდეგ ორკვირიანი კარანტინი გაიარონ.
„როიტერის“ ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი უახლოეს მომავალში ქვეყნის პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 27 ივნისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს.