ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შესაძლოა, რეგიონებს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა მივცეთ
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შესაძლოა, რეგიონებს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა მივცეთ

ესპანეთის მთავრობამ შესაძლოა, კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს და რეგიონებს უფლება მისცეს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარონ. ეს განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ტელეკომპანია BBC – ისთან ინტერვიუში გააკეთა.

„პარლამენტში შევქმენით კომიტეტი, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციაში შესწორება შევიტანოთ, იმისთვის რომ კატალონიის მოსახლეობის ნაწილის მისწრაფებებს უკეთესად ვუპასუხოთ”, – განაცხადა ალფონსო დასტისტიმ.