ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – შესაძლოა, რეგიონებს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა მივცეთ

19:48, 08.11.2017

ესპანეთის მთავრობამ შესაძლოა, კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს და რეგიონებს უფლება მისცეს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარონ. ეს განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ტელეკომპანია BBC – ისთან ინტერვიუში გააკეთა.

„პარლამენტში შევქმენით კომიტეტი, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციაში შესწორება შევიტანოთ, იმისთვის რომ კატალონიის მოსახლეობის ნაწილის მისწრაფებებს უკეთესად ვუპასუხოთ”, – განაცხადა ალფონსო დასტისტიმ. 

მსგავსი