ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ტურისტებისთვის უსაფრთხოა
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ესპანეთი ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანაა.
არანჩა გონსალესის თქმით, ესპანეთში, ისევე როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ვირუსის რამდენიმე აფეთქება ფიქსირდება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსის ახალ კერებს სრულად აკონტროლებს და ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ.
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ესპანეთი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთიდან გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნებული ადამიანები ვალდებული იქნებიან, 14-დღიანი კარანტინი გაიარონ.