დიდმა ბრიტანეთმა ესპანეთი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო
დიდმა ბრიტანეთმა ესპანეთი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

დიდმა ბრიტანეთმა ესპანეთი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ამიერიდან, ბრიტანეთში ესპანეთიდან ჩასული ადამიანები ვალდებულები იქნებიან, 14-დღიანი კარანტინი გაიარონ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანეთის მთავრობამ ესპანეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო. ასევე ბრიტანეთის მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ იმოგზაურონ ესპანეთში.

ბრიტანეთის მსგავსად, ესპანეთიდან ქვეყანაში ჩასულ პირებს 10-დღიანი კარანტინის გავლას მოსთხოვს ნორვეგიის მთავრობაც. ესპანეთში მოგზაურობის საფრთხეების შესახებ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა საფრანგეთის მთავრობამაც.