ესპანეთის ახალმა პრემიერმა 17-დან 11 სამინისტროს ხელმძღვანელად ქალი კანდიდატი წარადგინა
ესპანეთის ახალმა პრემიერმა 17-დან 11 სამინისტროს ხელმძღვანელად ქალი კანდიდატი წარადგინა

ესპანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მინისტრთა კაბინეტში 17-დან 11 თნამდებობაზე ქალი კანდიდატი წარადგინა.

პედრო სანჩესმა შესაბამისი სია დასამტკიცებლად ქვეყნის მონარქს, ფილიპ VI-ს წარუდგინა.

როგორც ცნობილია, მთავრობაში მეორე ადგილს კარმენ კალვო დაიკავებს. მას ვიცე-პრემიერის პოსტი ერგო.

ქვეყნის უმაღლეს საგარეო უწყებას ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ჟოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

თავდაცვის მინისტრის სავარძელს მარგარეტ რობლესი დაიკავეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ფერნანდო გრანდე-მარკასკას ერგო. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, მას ნადია კალბინიო უხელმძღვანელებს.

ესპანეთის ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა ფიცი 7 ივნისს, დილის 10:00 სთ-ზე უნდა დადონ. მეორე დღეს კი ახალი შემადგენლობის მინისტრთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

პირველ ივნისს ესპანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მარიანო რახოის უნდობლობა გამოუცხადა.

პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ხმა 176-მა დეპუტატმა მისცა. რახოი თანამდებობიდან გადადგა. მის ადგილას კი კანონმდებელთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით პედრო სანჩესი დაინიშნა.