მამუკა ხაზარაძე - ახალი მინისტრთა კაბინეტი არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება
მამუკა ხაზარაძე - ახალი მინისტრთა კაბინეტი არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება

ეს არის უბრალოდ ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განუცხადა.

„კითხვა მინდა დაგისვათ – რამე შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში? ჩვენ ასევე ზარ-ზეიმით ვუყურეთ ერთი წლის წინაც, როცა დაინიშნა ახალი პრემიერი. რამე შეიცვალა? რამე კონცეპტუალურად ახალი შემოგვთავაზეს? ეს არის უბრალოდ ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება. ესე არ გამოვა, რადგან საქართველოში ყველაფერი შეიძლება შეინარჩუნო, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ მოხდება ვიღაცის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, როგორც ხაზარაძე ამბობს, არ აქვს იმედი, რომ დღევანდელი პროკურატურის პირობებში მის საქმეს გამოიძიებენ.

„იმედი არ მაქვს, რომ დღევანდელი პროკურატურის პირობებში, საერთოდ საქართველოში ნებისმიერი საქმე შეიძლება, ობიექტურად იყოს გამოძიებული, მით უმეტეს, რომ გენერალური პროკურორი არის და ტრადიციად იქცა, პროკურორებად პირადი ადვოკატების და ასევე მინისტრებად დანიშვნა. ეს არის მახინჯი ფორმა ჩვენი ქვეყნის მართვის. ეს ფორმა უნდა შეიცვალოს“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.