ესკო-ს მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 8%-ით გაიზარდა
ესკო-ს მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 8%-ით გაიზარდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ინფორმაციით, საქართველოში, 2018 წლის იანვარ-ივნისში, ელექტროენერგიის მოხმარებამ 6 მილიარდ 739.9 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.

ესკო-ს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (6 მილიარდ 254.5 მილიონი კვტ.სთ), 8%-ით მეტია. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, ამ რეგიონმა 2018 წლის პირველ ნახევარში მილიარდ 21 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2017 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებს (მილიარდ 96.7 მილიონი კვტ.სთ) დაახლოებით 7%-ით ჩამორჩება.

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონი „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება.