დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის 2.3 პროცენტი ქარის ელექტროსადგურმა გამოიმუშავა
დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის 2.3 პროცენტი ქარის ელექტროსადგურმა გამოიმუშავა

დეკემბერში ქარის ენერგიით საქართველომ საბალანსო ელექტროენერგიის 2.3 პროცენტი მიიღო.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, დეკემბერში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 299 370 865.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 25 პროცენტს წარმოადგენს.

საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი იმპორტირებული ელექტროენერგიისგან შედგება. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება კი, 44 მლნ ლარი იყო.

საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 24.5 პროცენტი იყო, ქარის ელექტროსადგურის – 2.3 პროცენტი, თბოელექტროსადგურის – 2.9 პროცენტი, ხოლო იმპორტის – 70.3 პროცენტი.

დატოვე კომენტარი