2021 წლის ათ თვეში საქართველომ 12 367.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რომლის უმეტესი ნაწილი ადგილობრივ გამომუშავებაზე მოდის
2021 წლის ათ თვეში საქართველომ 12 367.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რომლის უმეტესი ნაწილი ადგილობრივ გამომუშავებაზე მოდის

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წლის ათ თვეში საქართველომ 12367.2 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია მოიხმარა.

ადგილობრივმა გამომუშავებამ 10 266.0 მლნ კვტ/სთ, იმპორტმა კი 1 724.5 მლნ კვტ/სთ შეადგინა. ძირითადი იმპორტიორები რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი არიან.

ათ თვეში საქართველომ რუსეთიდან 1057.6 მლნ კვტ/სთ, თურქეთიდან – 923.7 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 161.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა.

დატოვე კომენტარი