ნათია თურნავამ „ესკოს“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაზა დვალიშვილი წარადგინა
ნათია თურნავამ „ესკოს“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაზა დვალიშვილი წარადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას გადაწყვეტილებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაზა დვალიშვილი დაინიშნა.

რაც შეეხება „ესკოს“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, მრავალწლიანი საქმიანობისთვის ენერგეტიკის სექტორში და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობისთვის, ნათია თურნავამ ვახტანგ ამბოკაძეს მადლობა გადაუხადა და ახალ ასპარეზზე, კერძო სექტორში მომავალი წარმატებები უსურვა.

„ზაზა დვალიშვილის სახით „ესკოს“ გამოცდილი, კომპეტენტური ხელმძღვანელი ეყოლება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის, დარეგულირების რთულ და საინტერესო პერიოდში „ესკოსგან“ კვლავ ველით წარმატებულ ფუნქციონირებას და თანამშრომლობას. ველით წინსვლას, ახალ იდეებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც გამოცდილება და პროფესიონალიზმი თანხვედრაშია და დგას ქვეყნის სამსახურში“, – აღნიშნა მინისტრმა.

ზაზა დვალიშვილი 2007 წლიდან „ესკოს“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.