ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა [ფოტო]
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას საქართვლოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც დაესწრო.
არჩილ თალაკვაძემ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და საზოგადოებას ფოლკლორის დარბაზის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალ სივრცეში საქართველოს უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა, ფოლკლორის ოქროს ფონდი განთავსდება.
ფოლკლორის დარბაზში, რომელიც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში განთავსდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერები მოიყრის თავს – ფონო-ჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება. ასევე, შეგროვდება ახალი მასალები. დარბაზში განთავსდება მუდმივი ექსპოზიცია.
დაინტერსებული პირებისთვის კი, სასურველი დოკუმენტებისა და ჩანაწერების ციფრული ვერსიებიც იქნება ხელმისაწვდომი.