ეროვნული არქივის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ცეცხლი ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა და ხანძრის შედეგად მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია არ დაზიანებულა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ეროვნულ არქივთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა, არქივის თანამშრომლები იმყოფებიან.
მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არქივის საცავი, სადაც მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია ინახება, არ დაზიანებულა.
არქივის თანამშრომელთა განცხადებით, ცეცხლი ეროვნული არქივის ეზოში მდებარე დამხმარე შენობაში გაჩნდა, სადაც მნიშვნელოვანი დოკუმენტები არ ინახება.
„მთავარი შენობა, მთავარი საცავი, სადაც მნიშვნელოვანი დოკუმენტები ინახება, გადარჩენილია. მას ხანძარი არ შეხებია“, – აცხადებენ არქივის თანამშროლები.
ეროვნული არქივის ეზოში, ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.