ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი წელს მეხუთედ იმართება და სამ დღეს გაგრძელდება.

სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა ძველ და ახალ გამოცემებს უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას. ასევე წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ტრადიციულად ამჯერადაც წლის ბესტსელერ გამოცემებს ოთხ ნომინაციაში დააჯილდოვებს – თანამედროვე ქართველი ავტორის წიგნი, ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნი, საბავშვო წიგნი და დოკუმენტური პროზა.