„ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
„ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

„ექსპო ჯორჯიაში“თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება და დამთვალიერებლებს ოთხი დღის ნაცვლად, ექვსი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

ცვლილება აუცილებელი გახდა ფესტივალზე მაქსიმალურად ბევრი მკითხველის მისაღებად, რადგან „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ერთდროულად დასაშვები ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება. პავილიონში სტუმრობის მსურველთათვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა იქნება შესაძლებელი.

ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად 40-ზე მეტი გამომცემლობა დარეგისტრირდა. თითოეული მონაწილე ტრადიციულად, მკითხველს სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს.

ფესტივალი „ექსპო ჯორჯიაში“ 22-27 სექტემბერს გაიმართება.