175-ე საიუბილეო სეზონს ერისთავის თეატრი პრემიერით ხსნის. ქართველ-ბელარუს დრამატურგთა კოპროდუქცია, ალენა ივანიუშენკოს პიესის მიხედვით „ალისა თოვლის ქვეშ“ რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა დადგა. „შეცვალე“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელის პრემიერასაც ერისთაველები თეატრის ექსპერიმენტულ სივრცეში წარადგენენ.
„ადამიანებს გვახასიათებს მიჯაჭვულობა სხვა ადამიანების მიმართ, გარემოს მიმართ, რომელსაც მივეჩვევით. კიდევ უფრო რთულია ჩვენ მიერ შექმნილი სამყაროდან გამოსვლა, რაც ჩვენში აფერხებს განვითარებას, გვიზღუდავს თავისუფლებას. ეს არის ამბავი ახალგაზრდა გოგოზე, რომელმაც საკუთარი თავი დაკარგა სამყაროში. არავინ, არის ვალდებული სხვა გააბედნიეროს“, – ამბობს სპექტაკლის რეჟისორი და ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ჩხარტიშვილი.
საპრემიერო ჩვენება გორში 5-6 და 26 ოქტომბერს გაიმართება. ამის შემდეგ სპექტაკლი ბელარუსში დაგეგმილ ბობრუისკის ფესტივალზე მიდის.